ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის შენობაში ხმაურია.
სტუდენტთა ნაწილი აკადემიური საბჭოს სხდომაზე, სადაც რექტორი უნდა აირჩიონ, შესვლას ცდილობს. კარი ჩაკეტილია, რის გამოც სტუდენტები პროტესტს კარებზე ხმაურით გამოხატავენ.
ისმის შეძახილები, "არ იქნება სამართალი?! არ იქნება მშვიდობა".
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები დღეს გაიმართება. ამ წუთებში აკადემიური საბჭო კანდიდატების სამოქმედო გეგმის მოსმენას იწყებს.
რექტორობის კანდიდატებია: აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების” წევრი ტიტე აროშიძე და ასოციაცია „ფლორა და ფაუნას“ გამგეობის თავმჯდომარე არჩილ გუჩმანიძე.