ჩაქვში მომხდარ ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის მცირეწლოვნებიც

14 ივლისი 2018, 00:00 16598 ნახვა

ჩაქვი-ქობულეთის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად, სამი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ტყუპი.

დაშავებული ჩვილები და დედა, დედათა და ბავშვთა ცენტრში მიიყვანეს, თუმცა ბავშვები საავადმყოფოში შეყვანისთანავე გარდაიცვალნენ. 

ტყუპების დედა კი, ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, 25 წლამდე ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მას სხვადასხვა სახის დაზიანება აქვს, მათ შორის მარჯვენა მხრის ძვლის მოტეხილობა და ჭრილობა მარცხენა ფეხის არეში.

ავტოსაგზაო შემთხვევას 24 წლის მამაკაცის სიცოცხლეც ემსხვერპლა. ის ავარიის დროს ადგილზე გარდაიცვალა. 

დაშავებულია კიდევ ერთი მოქალაქე, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცს გულმკერდის დაჟეჟილობა აღენიშნება, მისი მდგომარეობა სტაბილურია და ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

ჩაქვი-ქობულეთის დამაკავშირებელ გზაზე, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში