ფესტივალები  რუსეთის  მონაწილეობით 

02 ივლისი 2018, 00:00 2691 ნახვა

მაშინ, როცა საქართველოს ტერიტორიის 20%  რუსეთის მიერაა ოკუპირებული,  ქვეყანაში  რუსულ ენაზე კულტურული ღონისძიებების ჩატარება, მიუღებლად მიაჩნია პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს. ბათუმში გამართული საერთაშორისო ფესტივალის მონაწილეებს რუსულად აჭარის განათლების მინისტრმა მიმართა - აცხადებენ ოპოზიციაში და მთავრობას რუსულ პროპაგანდის მხარდაჭერაში  ადანაშაულებენ.

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ირწმუნებიან, რომ ღონისძიების უკან  სწორედ რუსეთი დგას. ბრალდებას სამინისტროში უპასუხეს და თქვეს, რომ  ღონისძიების ორგანიზატორი ქართული კერძო კოპმანიაა და მასთან სხვა ქვეყნების კავშირზე საუბარი სიცრუეა. კულტურული ღონისძიებები რუსეთის მონაწილეობით, შესაძლო რბილი ძალა  და სახელმწიფოს  პოლიტიკა-მესამე სექტორი ხელისუფლებას კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერისას  ყურადღებისკენ  მოუწოდებს. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი