საპროტესტო აქცია სარფში. მოსახლეობა ეკლესიის გვერდით სამორინეს შესაძლო გახსნას აპროტესტებს. კაზინოს არსებობას აპროტესტებენ აჭარის ახალგაზრდული უმაღლესი საბჭოს წევრები და უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეც.
მოსახლეობა ხელისუფლებას სამორინეს ადგილმონაცვლეობაში დახმარებას თხოვს. როგორც ამბობენ, სათამაშო ბიზნესი სკოლისა და ეკლესიის მიმდებარედ დაუშვებელია. მოსახლეობის თქმით იმ შემთხვევაში თუ რეაგირებას შესაბამისი უწყებები არ მოახდენენ აქციებს აანონსებენ. ხელვაჩაურის მერიის თქმით შენობა ჯერ ექსპლუატაციაში შესული არ არის, უფრო ვრცლად კი კომენტარს სამუშაო დღეებში გააკეთებს.