ხელვაჩაურში ავტოავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა

05 მაისი 2018, 00:00 6100 ნახვა

ხელვაჩაურში, "ღვინის სახლთან" ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, მსუბუქ ავტომობილს სატვირთო მანქანა დაეხაჯა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დამხმარების ცენტრში ფაქტს ადასტურებენ.  აცხადებენ, რომ შემთხვევის ადგილე გასულია ორი სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

ადგილზე მუშაობს სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ  გამოძიება 276 მუხლის 5 ნაწილით დაიწყო. მუხლი ტრანსპორტის გაუმართაობას ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხნობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.  

 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი