''ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს'' პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა 21-ის ნაცვლად 15 წევრით დაკომპლექტდა

01 მაისი 2018, 00:00 2527 ნახვა

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა 21-ის  ნაცვლად 15 წევრით დაკომპლექტდა. ახალ შემადგენლობაში არიან:  „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი პარლამენტის თავმჯდომარე, პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე.

ასევე  საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, დიმიტრი სამხარაძე, ბიძინა გეგიძე, ირაკლი ტრიპოლსკი, მთავრობის წევრები, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი,  ასევე განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი,  „საპარტნიორო ფონდის“ თავმჯდომარე დავით საგანელიძე  და თბილისის მერი კახი კალაძე. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი