პროექტი ხალხური რეწვის განვითარების შესახებ

30 აპრილი 2018, 00:00 2183 ნახვა

დღეს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები ტრადიციული ხალხური რეწვის ოსტატებს შეხვდნენ. სამინისტრო მესდამე წელია „ტრადიციული რეწვის ოსტატების პროდუქციის განვითარების“ პროექტს ახორციელებს. პროექტის ფარგლებს 15 ოსტატი შეირჩევა რომლებიც პროდუქციის საწარმოებლად  მაქსიმუმ 1000 ლარიანი გრანტით დაფინანსდებიან.

ორგანიზაცია „ხალხური რეწვის ასოციაცია“ ოსტატებს ვირქშოპებს ჩაუტარებს, გააცნობს ხალხური რეწვის ნიმუშებს, რომლების სხვადასხვა მუზეუმებშია დაცული, მოაწყობს გამოფენა-გაყიდვებს. პროექტის მიზანია შეიქმნას მუზეუმებში დაცული ნიმუშების ასლები და მოხდეს მათი რეალოიზაცია ტურისტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებზე.

ამავე კატეგორიაში