საქართველოს განათლების მინისტრი მიხეილი ჩხენკელი რეგიონის სკოლების დირექტორებს და პედაგოგებს შეხვდა და მათ ზოგადი განათლების სფეროში დაგეგმილი სიახლეები გააცნო.
როგორც მან აღნიშნა, სისტემაში პროფესიონალი კადრების მოსაზიდად არაერთი პროექტის განხორციელება იგეგმება, მათ შორის ხელფასების ზრდაც.