სამორინეს თანამშრომლების გაფიცვა

08 ივლისი 2016, 00:00 5203 ნახვა

ბათუმში ერთ-ერთი სამორინეს 50-ზე მეტი თანამშრომელი მესამე თვეა კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვს. თანამშრომლებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. მათი ინფორმაციით, სამორინე ერთი კვირის წინ ისე დახურეს, რომ მათ ამის შესახებ წინასწარ არ იცოდნენ. თანამშრომელთა ნაწილი თბილისიდან, კიევიდან და მოსკოვიდან მოწვეული სპეციალისტები არიან. უცხო ქვეყნის მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ. დაწესებულების ხელმძღვანელობა სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი