ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარი ტრაგედიის გამო, მთავრობის გადაწყვეტილებით, 2018 წლის 6 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა.
საქართველოში ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები გუშინ ღამით დაუშვეს.
ტყიბულის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი და დაშავდა სამი ადამიანი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში კედლების დეფორმაცია მოხდა, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.