მერია ხელვაჩაურში რეგისტრირებულ სტუდენტებს სტიპენდიას გადასცემს. მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებმა საბუთები თვითმმართველობაში პირველ აპრილამდე უნდა წარადგინონ. პროგრამით გასულ წელს 40-მდე სტუდენტმა ისარგებლა.
ხელვაჩაურის მერიაში მიმდინარე წელს სტიპენდიის მსურველთა რაოდენობის სიმცირეზე საუბრობენ. დაფინანსების მოპოვება საქართველოში მოქმედი ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტს შეუძლია.