სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მიმოსვლა აღდგენილია, 12 - საათიანი შეზღუდვის შემდეგ, მგზავრები საზღვარს შეფერხების გარეშე კვეთენ.
შეზღუდვა მოიხსნა სატრანსპორტო საშუალებებითვისაც.
სარფის საბაჟო, 22 მარტს, 8:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე ორმხრივად ჩაიკეტა. თურქეთის საკონსულოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის მხარეს, სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობდა, რის გამო მგზავრთა მომსახურება და ტრანსპორტის მიმოსვლა შეიზღუდა.