''ECCESS'' პროექტის მონაწილეები მაუწყებელში

20 მარტი 2018, 00:00 2395 ნახვა

''ECCESS''  ბათუმის პროექტის მონაწილეები საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში იმყოფებოდნენ. მოსწავლეები ჟურნალისტებს, პროდიუსერებსა და არხის მენეჯმენტის წარმომადეგნლებს შეხვდნენ. ისაუბრეს მედიის თანამედროვე გამოწვევებზე, ჟურნალისტიკის ზოგად პრინციპებსა და სატელევიზიო მასალის მომზადების სპეციფიკაზე.

PH ინტერნაიშენალი პროექტს ''ECCESS'' ბათუმის ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტში 25 მოსწავლეა ჩართული, ისინი ინგლისური ენის გარდა სისტემატურად სხვა საგანმანათლებლო პროგრამაშიც მონაწილეობენ. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი