,,შსს დანაშაულის სტატისტიკას აყალბებს”'- აცხადებენ ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში”. გია ხალვაშის მტკიცებით, სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულის რაოდენობა 2017 წელს 37 ათას 944-ს შეადგენს, რეალურად კი მისი მტკიცებით გაცილებით მეტია. ოპოზიციის წევრი ირწუნება, რომ ზუსტი მონაცემები მას მედიაში გაშუქებული ინფორმაციების საფუძველზე აქვს.
ითხოვენ, რომ ძალოვანმა უწყებამ რეალური სტატისტიკა გაასაჯაროვოს. შსს-ში ჯერ-ჯერობით საპასუხო კომენტარი არ გაუკეთებიათ.