დღესვე ზურაბ პატარაძე ბათუმის ესტაკადის მშენებლობის პროცესს გაეცნო. ამ ეტაპზე სამშენებლო პროცესი ერთდროულად ორი მიმართულებით ხორციელდება: ესტაკადის გვერდის ასაქცევი გზის მშენებლობა და ესტაკადას საძირკვლის მოწყობა.
მშენებლობა სექტემბერში უნდა დასრულდეს, თუმცა კომპანია პირველი ეტაპის სამუშაოების დამთავრებას ივლისში გეგმავს. პროექტის მიხედვით, ესტაკადის მშენებლობის დასრულების შემდეგ ქალაქის შემოსასვლელში მოძრაობა განიტვირთება.