ოჯახური და ქალთა მიმართ ძალადობა, არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაული_ამ საკითხებზე სასაუბროდ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა შეხვედრის მონაწილეებს ახლადშექმნილი დეპარტამენტის მიერ შესრულებული სამუშაოების პრეზენტაცია წარუდგინა. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა პოლიციის საქმიანობაში არსებულ სირთულეებზე ისაუბრეს.