ბათუმის ცენტრალურ პარკთან 4 მარტს მანქანა დაიწვა.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, კაფე "ცეროდენას" წინ, ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.
სახანძრო თვითმხილველებმა გამოიძახეს. ადგილზე ბრიგადები მალევე მივიდნენ და ცეცხლი ჩააქრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
წინასწარი ინფორმაციით არავინ დაშავებულა.
ბათუმის სასწრაფო სამედიცინო ცენტრში გამოძახება არ დაფიქსირებულა.