ისტორიული განაშენიანებისა და განაშენიანების რეგულირების დაცვის ზონების პროექტი გაასაჯაროვა დღეს ბათუმის მერიამ. დოკუმენტი 2017 წელს მერიის დაკვეთით საკონსულტაციო ცენტრმა “გეოგრაფიკმა” მოამზადა. პროექტში ასახულია ის ქუჩები და ქალაქის ის ტერიტორია, რომელიც ისტორიული ღირებულებიდან გამომდინარე დაცულ ზონად უნდა გამოცხადდეს და შესაბამისი რეგულაციები დაწესდეს.
რეგულაციები შეეხება მშენებლობებს, რესტავრაციებს და მათთან დაკავშირებულ ნებართვებს. ისტორიული განაშენიანების ზონად ძველი ბულვარის გასწვრივ, გრიბოედოვსა და გოგებაშვილს შორის, ჭავჭავაძის ქუჩამდე ტერიტორია იგულისხმება. ამ დოკუმენტის დამტკიცებამდე, ანუ კენჭისყრაზე გატანამდე მერია საჯარო განხილვების მოწყობას გეგმავს. რა რეკომენდაციები აქვთ სპეციელისტებს და რას ამბობენ ძეგლებისა და ისტორიული შენობების დამცველები?