ბათუმში ე.წ. ოცნების ქალაქში 50 წლამდე მამაკაცი დაჭრეს

24 იანვარი 2018, 00:00 2385 ნახვა

 ბათუმში ე.წ. ოცნების ქალაქში 50 წლამდე მამაკაცი დაჭრეს. დაშავებული კლინიკა „მედინაში“ რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მედიკოსების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.

თავდამსხმელს სამართალდამცველები ეძებენ. გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, დაჭრის ფაქტს წინ უძღოდა  ურთიერთშელაპარაკება და კონფლიქტი რამდენიმე თვის წინ დაიწყო.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი