სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა საქართველოს პარლამენტში.
სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმიდან და ბიბლიოთეკიდან მოპოვებული საზღვაო რუკები, რომლებზეც საქართველო ისტორიული ხუთჯვრიანი დროშით არის გამოსახული.