“სიმართლე- სიბრძნე სიცრუისა”- პრემიერა თოჯინების თეატრში

14 იანვარი 2018, 00:00 2271 ნახვა

სულხან-საბას იგავების მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერა გაიმართება ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ თეატრში.

სპექტაკლზე "სიმართლე - სიბრძნე სიცრუისა"  თეატრის დასი თითქმის ორი თვის განმავლობაში მუშაობდა, შეიქმნა ახალი კოსტიუმები და სამხატვრო გაფორმება. პრემიერის ნახვა მაყურებელს დღეს 16:00 საათზე შეუძლია.

ამავე კატეგორიაში