ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში

16 დეკემბერი 2017, 00:00 9265 ნახვა

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში. მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა.შემთხვევა აბუსერიძის  და აბაშიძის ქუჩების კვეთაში, შუქნიშანთან მოხდა. დაშავებული ქალბატონი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ პაციენტი კონტაქტური იყო, შემდგომი გამოკვლევებისთვის კი მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

 შსს ინფორმაციით საქმე 276- ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში