ხაბაძე: ''გონიოს მიწების საკითხი არჩევნებამდე უნდა გადაწყდეს''

24 ივნისი 2016, 00:00 4054 ნახვა

გონიოს მოსახლეობის მოთხოვნაზე გადაწყვეტილება საკრებულომ ორშაბათს უნდა მიიღოს - განცხადება დღეს მთავრობის თავმჯდომარემ გააკეთა. არჩილ ხაბაძის განმარტებით, საკითხი არჩევნებამდე უნდა მოგვარდეს, გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულოს მიწის საკუთრების აღიარების კომისიამ უნდა მიიღოს,  აჭარის მთავრობა კი მხოლოდ კონსულტაციებშია ჩართული. გონიოს მოსახლეობა საკრებულოსთან  აქციების შეწყვეტას არ აპირებს. ისინი საქართველოს ვიცე-პრემიერის გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურნენ. 

ამავე კატეგორიაში