არჩევნების შემდეგ  უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა 

23 ოქტომბერი 2017, 00:00 2777 ნახვა

წინასაარჩევნო პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე იმსჯელეს უწყებათაშორისი კომისიის სხოდმაზე. განხილვის ძირითადი საკითხი კოორდინატორების და მათი სამაგიდო სიებზე წვდომის თემა იყო. თეა წულუკიანი სამაგიდო სიების მიმართულებით კანონმდებლობის დარეგულირებაზე საუბრობს, თუმცა პარალელურად უბნის მიმდებარედ აგიტაციასა და ამომრჩეველთან სატელეფონო საუბრებში პრობლემას ვერ ხედავს. მისივე თქმით, უწყებათა შორის სხდომაზე საჩივარი შევიდა არჩევნების დღეს “ახალი საქართველოს” ლიდერის გიორგი ვაშაძის მიერ გაგზავნილ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებთან დაკავშირებით. თეა წულუკიანი მიიჩნევს, ფაქტზე რეაგირება უნდა მოხდეს, ვინაიდან მინისტრის თქმით, არჩევნების დღეს აგიტაცია აკრძალულია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი