სახალხო დამცველის შეფასება

22 ოქტომბერი 2017, 00:00 1650 ნახვა

არჩევნებმა დიდწილად მშვიდობიან ვითარებაში ჩაიარა, თუმცა გამოიკვეთა ცალკეული დარღვევები და პრობლემური საკითხები, - ამის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული.

ომბუდსმენის აპარატში ამბობენ, რომ დაფიქსირდა საარჩევნო უბნების დაგვიანებით გახსნის, კომისიის მიერ საჩივრის არ დარეგისტრირების შემთხვევა, საკონტროლო ფურცლების არასწორად შევსების, კენჭისყრის პროცესის საკონტროლო ფურცლის საარჩევნო ყუთში მოთავსების გარეშე დაწყების, საარჩევნო უბნის ბეჭდის დაკარგვის, სადემონსტრაციო ოქმების არასწორად შევსების, რეგისტრატორების მიერ ბიულეტინებზე წინასწარ ხელის მოწერის, მართვის მოწმობით ხმის მიცემის, საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის მობილიზების შემთხვევები.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი