''დარწმუნებული ვარ, 21 ოქტომბრის არჩევნები იქნება მორიგი დასტური, რომ სამართლიანი არჩევნების ჩატარება გახდა ჩვეულებრივი პრაქტიკა'' - ეს განცხადება მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერმა გააკეთა.
''ყველა საარჩევნო სუბიექტს ჰქონდა თავისუფალი კამპანიის ჩატარების საშუალება, რაც იმაზე მოწმობს, რომ ქვეყანას მართავს პოლიტიკური გუნდი, რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფალი და დემოკრატიული, კონკურენტული არჩევნების ჩატარება“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერი არჩევნებთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებებს, პოლიტიკურ ძალებს და მოსახლეობას მიმართავს. მთავრობის მეთაური მოუწოდეს სახელმწიფო უწყებებს, არ მისცენ საბაბი არავის, თქვან ერთი სიტყვაც კი სახელმწიფო რესურსის გამოყენების თაობაზე. გიორგი კვირიკაშვილი მოუწოდებს მოსახლეობას, მივიდნენ საარჩევნო უბანზე და გამოხატონ თავისი ნება.