ხვალ, დილიდან სატრანსპორტო მოძრაობა გორგასლის, 26 მაისისა და მელიქიშვილის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში შეიზღუდება - ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. ტერიტორიაზე სანიაღვრე მილების უნდა გაკეთდეს და ქვაფენილის გამოიცვალოს. სატრანსპორტო მოძრაობა სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.
"ბათუმის მერია მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის" - აცხადებენ მერიაში.