ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასა და უცხოური საწარმოს ფილიალ „კონვერტ ჯორჯიას“ შორის 2015 წლის 15 დეკემბერს ხელშეკრულება გაფორმდა რომლის თანახმად უცხოური საწარმოს ფილიალმა „კონვერტ ჯორჯია“-მ ვალდებულება აიღო განეხორციელებინა საცხოვრებელი სახლის მშენებლობისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები. სამუშაოების შეუსრულებლობის გამო მერის 2016 წლის 19 ოქტომბრის ბრძანებით შეწყდა უცხოური საწარმოს ფილიალ „კონვერტ ჯორჯია“-სთან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. მიმდინარე ეტაპისათვის მიმდინარეობს სასამართლოს პროცედურები. ხელშეკრულების ფარგლებში საბანკო გარანტიის საფუძველზე გაცემულია ავანსის სახით ჯამში - მილიონ 621 ათას 185 ლარი.
პარალელურად დაგეგმილია იურიდიული პროცედურების განხორციელება ინგლისური ბანკის მიმართ დიდ ბრიტანეთში თანხის გადახდების უზრუნველსაყოფად. გაფორმდა ხელშეკრულება ინგლისურ კომპანიასთან რომელიც მოახდენს აღნიშნული ბანკის შესახებ დიდ ბრიტანეთში ინფორმაციის მოძიებას.