ორგანიზაციას, რომელიც 75 ქვეყანას აერთიანებს, შექმნიდან მეშვიდე წელს საქართველო უხელმძღვანელებს. საფრანგეთის პრეზიდენტის შემდეგ, გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ “ღია მმართველობის პარტნიორობის” ორგანიზატორი ქვეყნის ფუნქცია, ერთი წლის ვადით ოფიციალურად გადაიბარა. ღონისძიება ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში გაიმართა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ღია და გამჭვირვალე მმართველობის მნიშვნელობის გაზრდაზე, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე ისაუბრა. მსოფლიო ლიდერების მილოცვები და მხარდაჭერა საქართველოს – ვნახოთ რეპორტაჟში.