ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს მუდმივი წარმომადგენლები ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, მათ შორის საქართველოს შესახებ იმსჯელებენ. თავმჯდომარე ქვეყნის, ნიდერლანდების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების ნაწილი, არსებული საფრთხეებისა და რისკების გათვალისწინებით, კანდიდატი ქვეყნებისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების წინააღმდეგია. მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა განაცხადა, რომ პრობლემის მოსაგვარებლად, მუშაობა მიმდინარეობს.