არდაგანის ტბის პრობლემა

10 აგვისტო 2017, 00:00 3181 ნახვა

როდის შეისწავლიან არდაგანის ტბის პრობლემებს ჯერ უცნობია. ტბაზე რამდენიმე დღეა წყლის შეფერილობა შეიცვალა და ზედაპირის ნაწილზე მწვანე ნადები გაჩნდა. ტბა ბულვარს 1 იანვრიდან წლის ბოლომდე აქვს დროებით სარგებლობაში გადაცემული.   ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გაწმენდითი სამუშაოები ივნისში ჩატარდა და ტერიტორიიდან შლამი გაიტანეს.

დამატებითი თანხა ტბაზე სხვა სამუშაოების ჩასატარებლად წლის ბოლომდე ბიუჯეტში გაწერილი არ არის, თუმცა ბულვარის დირექტორის მოადგილის განცხადებით, საბიუჯეტო ცვლილების საფუძველზე შესაძლოა შემოდგომაზე წყლის შესასწავლად ტენდერი გამოცხადდეს. პრობლემების გამომწვევი კონკრეტული მიზეზი უცნობია, როგორც ბულვარის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ამ დარგის სპეციალისტ არ ჰყავთ. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში