უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობის დასაკავებლად არჩილ ხაბაძემ კონკურსი ოფიციალურად უკვე მეოთხედ გამოაცხადა. ღია კონკურსი ასევე ეხება უსკოს წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატის შერჩევას. კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, უმაღლესი განათლების მქონე, აქვს არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. დაინტერესებულმა პირებმა განცხადებით, საკონკურსო კომისიის სამდივნოს, 10 ივნისიდან 23 ივნისის ჩათვლით უნდა მიმართონ. თუ აღნიშნულ ვადაში არ მოხდება თითოეული ვაკანსიაზე არანაკლებ 2 კანდიდატის წარდგენა, კონკურსი გაგრძელდება მანამდე, ვიდრე არ მოხდება თითოეული ვაკანსიაზე აღნიშნული რაოდენობის კანდიდატის წარდგენა. მე შეგახსენებთ ბოლო 6 თვის განმავლობაში უმაღლეს საბჭოს ორჯერ დავით კვაჭაძის, ერთხელ კი დავით ქარცივაძის კანდიდატურა წარუდგინა, თუმცა მათი არჩევა არ მოხდა. შედეგად დღემდე უსკოს თავმჯდომარის პოსტი ვაკანტურია.