რამაზ ბოლქვაძე: გმირთა ხეივანში ტერიტორიას გასხვისების შემდეგ ინვესტორი დაასუფთავებს

17 ივნისი 2017, 00:00 3336 ნახვა

სარეველა ბალახი, სამშენებლო ნარჩენები და დაუსუფთავებელი ტერიტორია - ასეთი სურათი გარეუბანთან ერთად ქალაქის ცენტრალურ ნაწილშიცაა

საცხოვრებელ კორპუსებთან ახლოს  გმირთა ხეივნის ტერიტორიაზე გაუწმენდავი რამდენიმე მიწის ნაკვეთია.  მესაკუთრე ეკონომიკის სამინისტროა.  მინისტრის განცხადებით, აღნიშნული ტერიტორიები მალე  გასხვისდება. "უახლოეს დღეებში გამოცხადდება აუქციონი და ვიმედოვნებთ, რომ მიწის ნაკვეთებს  გავასხვისებთ.  შემდგომ კი უკვე ინვესტორი უზრუნველყოფს მათ მოვლას და დასუფთავებას" - აცხადებს რამაზ ბოლქვაძე

გმირთა ხეივანი ერთადერთი არ არის, სადაც ანტისანიტარია თვალშისაცემია. 
დისკომფორტზე საუბრობენ  ხიმშიაშვილისა და ბაგრატიონის  ქუჩაზე მცხოვრებლებიც. 

"ტერიტორიების ნაწილი ეკონომიკის სამინიტროს ეკუთვნის, ნაწილს კი კერძო მესაკუთრე ყავს. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით მათ მოვლას,   ყოველშემთხვევაში ინვესტირებამდე მაინც." - აცხადებს "მთავართან" ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი არაერთხელ დაინტერესდა.  რატომ არ ზრუნავს არც ერთი სამსახური ტერიტორიების გაწმენდაზე. ბათუმის მერიის შესაბამისი  სამსახური ყოველდღიურ რეჟიმში მხოლოდ მერიის ბალანსზე არსებულ ფართებს წმენდს.

 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი