პარლამენტმა შესაძლოა დღეს მოსამართლეებისთვის სამწლიანი გამოსაცდელი ვადის აკრძალვის შესახებ იმსჯელოს. საკანონმდებლო ინიციტივა პირველი მოსმენით უნდა განიხილონ. საპარლამენტო უმრავლესობის თქმით, ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ხორციელდება.
კანონპროექტს ოპოზიცია მხარს არ უჭერს, თუმცა სასამართლო სისტემის პოლიტიზირებაზე საუბრობს. საკითხზე უკვე იმსჯელა იურიდიულმა კომიტეტმა.