ხმაურის  დასაშვები  ნორმა-მსჯელობა პარლამენტში

01 ივნისი 2017, 00:00 2339 ნახვა

დღის და ღამის საათებში საცხოვრებელ სახლებსა და საზოგადოებრივ შენობებში ხმაურის დასაშვები ნორმები- ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს. პირველ შემთხვევაში ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის ფიზიკური და იურიდიული პირი გაფრთხილებას მიიღებს.

სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150,  ხოლო  იურიდიული პირის - 500 ლარის ოდენობით. სანქცია არ გავრცელდება ისეთ სამუშაოებზე, როგორიცაა სამშენებლო, სარემონტო სამუშაოები, რომლის ნებართვა გაცემულია თვითმმართველობის ორგანოების მიერ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი