ღაზის სექტორში რამადანის პირველ დღე კოლექტიური იფტარით აღნიშნეს

02 მარტი 2025, 14:23 312 ნახვა

ღაზის სექტორის ქალაქ რაფაში წმინდა რამადანის პირველ დღეს 5 ათასამდე  პალესტინელი შეიკრიბა, რათა ერთად აღენიშნათ მარხვის დასაწყისი. ნანგრევებს შორის გაშლილ გრძელ მაგიდებთან ოჯახებს კოლექტიური იფტარი მოუწყვეს მოხალისეებმა.
ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზაში მძევლების გათავისუფლების შესახებ  შეთანხმების პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ტვირთების მიწოდება შეწყვეტა -ნათქვამია მისი ოფისის განცხადებაში.  
ჰამასმა ნეთანიაჰუს გადაწყვეტილებას ომის დანაშაული უწოდა და მოუწოდა შუამავლებს აიძულონ ისრაელი შეწყვიტოს სადამსჯელო ზომები ღაზის წინააღმდეგ. მხარეები ვერ თანხმდებიან შეთანხმების მომდევნო ნაბიჯებთან დაკავშირებით. შეთანხმების პირველი ფაზა შუაღამისას ამოიწურა.
ისრაელს ამ ფაზის გახანგრძლივება სურს, რომ ამავე ფაზაში დაიბრუნოს „ჰამასის“ ტყვეობაში დარჩენილი მძევლები. „ჰამასს“ კი, მეორე ფაზის დაწყება სურს, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა, ცეცხლის დროებით შეწყვეტის რეჟიმი, პერმანენტულით უნდა ჩაანაცვლონ და ისრაელის ძალებმა ღაზის ტერიტორია დატოვონ. რის შემდეგაც, „ჰამასი“ დარჩენილ მძევლებს ისრაელს გადასცემს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში