რუსეთის ქალაქ უფაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაიწვა - ინფორმაციას რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს რეგიონულ ფილიალზე დაყრდნობით როიტერი ავრცელებს. სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ქარხანაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ მიმდებარე ტერიტორიების მაცხოვრებლებს საფრთხე არ ემუქრებათ, ჰაერის ხარისხის მონიტორინგისთვის საჭირო პერსონალი და აღჭურვილობა გაგზავნილია. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი.
რამდენიმე რუსული ტელეგრამ-არხი წერს, რომ ხანძარი ქარხანაში აფეთქებას მოჰყვა.