ალექსანდრე ნეველის ტაძარი აშხაბადში

02 მარტი 2025, 19:46 206 ნახვა

თეთრი მარმარილოთი ნაგები შენობებით გამორჩეულ და გინესის რეკორდსმენ, თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადს, გამომწვარი აგურით ნაგები, ოქროსფერ გუმბათიანი შენობა - ალექსანდრე ნეველის მართლმადიდებლური ტაძარი ამშვენებს.

ეკლესიის მშენებლობა 1882 წელს დაიწყო და 1900 წელს აკურთხეს. საბჭოთა პერიოდში კი დაანგრიეს, მოშალეს სამრეკლო და გუმბათი.

კომუნისტური რეჟიმის დროს ტაძარი  სამხედრო საწყობად გამოიყენებოდა. 

ალექსანდრე ნეველის ეკლესია, როგორც სამლოცველო, ხელახლა, 1993 წელს აკურთხეს. სწორედ, ამ დროიდან, განახლდა წირვა-ლოცვა. ტაძარში დღესასწაულებზე და არამარტო, ბევრი ადგილობრივი მართლმადიდებელი დადის. 

აღსანიშნავია, რომ თურქმენეთში, სადაც მოსახლეობის 89%  მუსლიმია, 12 მოქმედი მართლმადიდებლური ტაძარია. მათ შორის, ერთ-ერთი, სწორედ, ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში