კრემლის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია სწრაფად ცვლის ყველა საგარეო პოლიტიკურ კონფიგურაციას, რაც, დიდწილად, ემთხვევა რუსეთის ხედვას.
როგორც პესკოვი ამბობს, წინ გრძელი გზაა, რადგან ორმხრივი ურთიერთობების მთელი კომპლექსი მნიშვნელოვნადაა დაზიანებული.
„ჩვენ ხმას ვაძლევთ ერთსა და იმავე რეზოლუციას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე, რომელიც შეიცავს აბსოლუტურად დაბალანსებულ ფორმულირებას უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით. ეს აქამდე აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო. ახალი ადმინისტრაცია სწრაფად ცვლის ყველა საგარეო პოლიტიკურ კონფიგურაციას, ეს დიდწილად ემთხვევა ჩვენს ხედვას. ახლა ხორციელდება დიალოგზე გასვლის, ყველა ურთიერთობის დალაგების მცდელობები. წინ გრძელი გზაა, რადგან ორმხრივი ურთიერთობების მთელი კომპლექსი მნიშვნელოვნად არის დაზიანებული, თუმცა თუ შენარჩუნდება ორი ლიდერის, პრეზიდენტ პუტინისა და პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკური ნება, ამ გზის საკმაოდ სწრაფად გავლა იქნება შესაძლებელი“, – ამბობს პესკოვმა.