რუსეთი აშშ-ში ახალ ელჩს აგზავნის

03 მარტი 2025, 14:05 137 ნახვა

რუსეთი აშშ-ში აგზავნის ახალ ელჩს, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დათბობის  მანიშნებელია. მოსკოვი და ვაშინგტონი ცდილობენ გაფუჭებული ურთიერთობების გამოსწორებას და უკრაინაში ომის დასრულებას. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ამერიკულმა მხარემ ალექსანდრე დარჩიევის დანიშვნაზე მწვანე შუქი აანთო ხუთშაბათს თურქეთში გამართულ შეხვედრაზე.

დარჩიევი არის  დიპლომატი, რომელიც ორჯერ მუშაობდა ვაშინგტონში რუსეთის  საელჩოში და 2014 წლიდან 2021 წლამდე იყო ელჩი კანადაში. 

მოსკოვს არ ჰყოლია ელჩი აშშ-ში მას შემდეგ, რაც უკანასკნელმა ელჩმა თანამდებობა ოქტომბერში დატოვა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში