სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება იმერეთშიც. რეგიონში, დიდთოვლობით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად 40 ტონა სურსათი და პირველადი მოხმარების პროდუქტები გაიგზავნა.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო შტაბის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით გაგზავნილი პროდუქტი იმერეთის მხარის ექვსივე მუნიციპალიტეტში განაწილდება და მოსახლეობას გადაეცემა.