ვითარება გურიის რეგიონში

28 თებერვალი 2025, 20:12 95 ნახვა

დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობის სალიკვიდაციო სამუშაოებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი უკვე ჩაერთო. უწყების ცნობით, ვერტმფრენი საჭიროების შემთხვევაში სამაშველო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას და მოსახლეობისთვის პირველადი ნივთებისა და საკვების მიწოდებას უზრუნველყოფს. გურიაში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების მოგვარებაში მოსახლეობას აქტიურად ეხმარებიან სამხედროები.
ჯარისკაცები სპეციალური ტექნიკით სოფლებამდე და სახლებამდე მისასვლელი გზების გაწმენდით სამუშაოებს ატარებენ. განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახებს კი საკვები პროდუქტებითა და პირველადი მოხმარების ნივთებით ამარაგებენ.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი