გურიის რეგიონში 1200 კუბური მეტრი სათბობი შეშა გაიგზავნა - გარემოს დაცვის სამინისტრო

28 თებერვალი 2025, 18:17 129 ნახვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გურიის რეგიონში, სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას საშეშე რესურსით მოამარაგებენ. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, რეგიონში ჯამში 1200 კუბური მეტრი სათბობი შეშა გაიგზავნა.

"სტიქიის პირველივე დღეებიდან, გურიის რეგიონში მობილიზებულია მაღალი გამავლობის მძიმე ტექნიკა: 7 ერთეული მუხლუხებიანი ბულდოზერი, 3 ერთეული ჰიდრომანიპულატორიანი ავტომანქანა მერქნული რესურსის დატვირთვისთვის და 15 ერთეული თვითმცლელი საშეშე მერქნის ტრანსპორტირების მიზნით, ასევე, 3 ერთეული ბურანი. სათბობი მერქნით გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტის მოსახლეობა მომარაგდება", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი