ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შიდა საუბნო გზების გაწმენდა გრძელდება. ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზები უკვე გაწმენდილია.
რაც შეეხება შეზღუდვებს გაზმომარაგებასა და ელექტრომომარაგებაში პრესცენტრის ინფორმაციით, ენერგო პრო ჯორჯიას მიერ მიმდინარეობს დაზიანებული კაბელების აღდგენითი სამუშაოები, ამ დროისთვის დენი არ მიეწოდება ჯამში 275 აბონენტს, გაზმომარაგება შეწყვეტილი აქვს 369 აბონენტს.