„ქართულმა ოცნებამ“ ქართველებს მომავალი წაართვა,“ მიაჩნიათ ევროპარლამენატრების ნაწილს. გავრცელებული ერთობლივი განცხადებით ევროპელი კანონმდებლები ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და შესაბამის რეგიონალურ ორგანიზაციებს მოუწოდებენ, თავი აარიდონ “ქართული ოცნების” ოფიციალური პირების ლეგიტიმაციას“, ასევე მოწოდებაა შეჩერდეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭო. მიაჩნიათ, რომ უარესობისკენ მიმავალი ვითარება საქართველოში პასუხის გარეშე არ უნდა დარჩეს.
წერილის ხელმომწერები ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოში პოლიტიკური ვითარების გაუარესებასა და ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიაზე თავდასხმაზე.
ეს “ქართული ოცნებისა” და მისი მოკავშირეების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და დისიდენტების წინააღმდეგ ორკესტრირებული მზარდი ძალადობის კიდევ ერთი მაგალითია. ჩვენ გვერდში ვუდგავართ მშვიდობიან დემონსტრანტებს, რომლებიც 50 დღეა ყოველ საღამოს საქართველოს ქუჩებში დემონსტრაციებს მართავენ თავიანთი ქვეყნის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლისთვის“ - ნათქვამია განცახდებაში.