„ჰუმან რაითს ვოჩი“ საქართველოზე

17 იანვარი 2025, 20:02 87 ნახვა

2024 წელს საქართველოს მთავრობამ ქვეყანა ადამიანის უფლებათა კრიზისისკენ წაიყვანა, – აღნიშნულია საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს ვოჩის“ ანგარიშში.
„მთავრობამ მიიღო ახალი რეპრესიული კანონები, გამოიყენა პოლიციის მხრიდან სასტიკი ძალადობა ძირითადად მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე და მასთან დაკავშირებულ ადამიანის უფლებების რეფორმებზე“, – ნათქვამია ანგარიშში.
საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა მოითხოვონ დამოუკიდებელი გამოძიება მთავრობის მიერ ძირითადად მშვიდობიანი ანტისამთავრობო პროტესტების ძალადობრივი ჩახშობის შესახებ და განიხილონ ინდივიდუალური სანქციების დაწესება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობრივ ქმედებებზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირების მიმართ“, – ნათქვამია ანგარიშში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში