დიდი ბრიტანეთის სანქციების მოლოდინი - შეფასება

17 იანვარი 2025, 20:04 104 ნახვა

პოლიტიკური შეფასებების თემაა „ქართული ოცნების „ პოლიტსაბჭოს განცხადება, რომელიც მას შემდეგ გავრცელდა, რაც დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების დოკუმენტი შევიდა.
ოპოზიციის თქმით ქართული ოცნება ცდილობს დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები და ევროკავშირის ქვეყნები საქართველოს მტრებად შერაცხოს. მათი შეფასებით, პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებული განცხადება ადასტურებს, რომ ქართულ ოცნებას სანქციების ეშინია.
ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ დიდი ბრიტანეთი ყოველთვის სამართლის და სამართლიანობის ეტალონი იყო და თემთა პალატაში შეტანილ განცხადებას შემდგომ გაგრძელება არ ექნება.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში