საპროტესტო აქცია და დაკავებები თბილისში

10 დეკემბერი 2024, 10:04 238 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელ ხაზზე ბოლო 3 საათში თბილისსა და ქუთაისში 7 პირის დაკავების და ჩხრეკის შესახებ შეტყობინება შევიდა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია გიორგი ნადარაია, რომელიც კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ავტომობილში ჩასვეს და წაიყვანეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, მას ზედაპირული ჩხრეკა ჩაუტარდა. ასევე დაკავებულია პედიატრი, მოძრაობა „ჯიუტის“ წევრი კოტე ჩახუნაშვილიც, რომელსაც სამართალდამცველისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.  რაც შეეხება საპროტესტო აქციას, რუსთაველის გამზირზე შეკრება  დაახლოებით ღამის 2:00 საათზე დასრულდა.

მე-13 დღეა აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, ასევე ითხოვენ აქციებზე დაკავებული  მომიტინგეების გათავისუფლებას.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში