არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

05 დეკემბერი 2024, 14:01 192 ნახვა

''ქართული ოცნების'' ქმედებები გასცდა არა მხოლოდ კანონიერ, არამედ კონსტიტუციურ და მორალურ ჩარჩოებს - 23 არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს და რამდენიმე მოთხოვნას ასახელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქართული სამოქალაქო სექტორი გმობს  ძალოვანი უწყებების მიერ სამოქალქო აქტივისტური ჯგუფებისა და პოლიტიკოსების უკანონო დაკავებას, მათი ოფისების ჩხრეკასა და პოლიციის მიერ განხორციელებული ძალადობის ფაქტებს.

სამოქალაქო სექტორი ითხოვს 28 ნოემბრის შემდგომ დაკავებული ყველა პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, ხელახალი არჩევნების დანიშვნას, ცესკოს და ძალოვანი უწყებების კონსენსუსური კანდიდატებით დაკომპლექტების პირობებში.

ასევე, შსს-ს მოძალადე თანამშრომლების და მათი ზედამხედველი პირების პასუხისგებაში მიცემას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში