გახარია „საქართველოსთვის ეუთო/ოდირის დასკვნას აფასებს

21 დეკემბერი 2024, 14:58 100 ნახვა

ეუთო/ოდირის დასკვნას აფასებს პარტია „გახარია საქართველოსთვის“.

შეფასებაში აღნიშნავს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშის თანახმად, ამომრჩეველთა დაშინების, მედია მიკერძოების, არათანაბარი პირობების და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ერთობლიობა ცხადყოფს, რომ არჩევნებმა ვერ დააკმაყოფილა ძირითადი დემოკრატიული სტანდარტები და ეუთოს წინაშე აღებული ვალდებულებები, რაც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის არის აუცილებელი.
პარტიაში მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში შექმნილი მძიმე სისტემური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ახალი არჩევნების ჩატარებაა გაუმჯობესებულ წინასაარჩევნო გარემოში, პარიტეტულად დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაციისა და პოლიტიკურად ნეიტრალური სახელმწიფო სტრუქტურების პირობებში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში